ფეხბურთი

16:48 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მანჩესტერი" ძლიერ გუნდებთან უკეთ თამაშობს, ვიდრე სუსტებთან"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუნაიტედი“ ძლიერ მეტოქეებთან გაცილებით კარგად თამაშობს, ვიდრე სუსტებთან.

„თამაში ცუდად დავიწყეთ, მეტოქემ - უკეთესად. „მანჩესტერმა“ ანგარიში გახსნა და საწყისი 30 წუთის განამვლობაში ჩვენზე კარგად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლო ნაწილში თამაში გამოვასწორეთ, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქემ უკან დაიხია, თავს ჭკვიანურად იცავდა და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ გვიტევნდნენ.

„იუნაიტედმა“ წელს პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან დადებითი შედეგები აჩვენა. „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“ და „ლესტერთან“. „მანჩესტერს“ ძლიერ გუნდებთან თამაში უფრო უადვილდება და უკეთესად გამოსდის“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჟოზე მოურინიოს პირველი მარცხი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107831