ფეხბურთი

15:49 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა, „ზალცბურგი“ შესაძლოა, ზამთარში დატოვოს

„ზალცბურგის“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, კლუბი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს შედარებით დაბალი თანხის სანაცვლოდ - წერს გერმანული Bild.

გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტის მიხედვით, 19 წლის ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს. ის ლამის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა ბოლო დროს ევროპაში. მისით „რეალი,“ „იუვენტუსი,“ „ბაიერნი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოფილან დაინტერესებული.

ჰოლანდი „ზალცბურგში“ წლეულს იანვარში გადავიდა „მიოლდედან“ 5 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში მან ავსტრიის ბუნდესლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. ჩემპიონთა ლიგაში კი მის ანგარიშზე 5 შეხვედრაში 8 გოლია.

0.122619