News

16:11 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პლეი-ოფი: ყველაფერი საპასუხო მატჩებში გაირკვევა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები დღეს გაიმართა და ჯერჯერობით, არაფერია გარკვეულია.

თელავში, „გივი ჩოხელზე“ ადგილობრივმა გუნდმა „რუსთავს“ უმასპინძლა და უმაღლეს დივიზიონს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კახელებმა მიხეილ ბაშალეიშვილის მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით იმარჯვეს. თუმცაღა, ცხადია, საპასუხო მატჩი რუსთავშია და მასპინძლები ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდებიან.

მეორე წყვილში ბოლნისის „სიონი“ და „სამტრედია“ არკვენენ ურთიერთობას. ბოლნისში, „თამაზ სტეფანიაზე“ პირველ დაპირისპირებას გამარჯვებული არ გამოუვლენია, გუნდებმა ბრძოლაში გალიეს 90 წუთი და უგოლოდ დაშორდნენ. ასე, რომ ყველაფერს სამტრედიული შეხვედრა გადაწყვეტს.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ საპასუხო მატჩები რუსთავსა და სამტრედიაში 11 დეკემბერს გაიმართება.

„თელავი“ – „რუსთავი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბაშალეიშვილი (54)

„სიონი“ – „სამტრედია“ 0:0 (0:0)

0.11339