საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის გაძლიერება უკვე დაიწყო. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მათე ცინცაძე „დინამოს“ ფეხბურთელია.
ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქართველოს 4 თვის შემდეგ დაუბრუნდა.
მათე ბოლოს ლატვიაში, „იელგავას“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი „ტორპედოს“, „რუსთავის“, „პოგონის“, „დინამო თბილისისა“ და „ლოკომოტივის“ რიგებში აქვს ნათამაშები.