ფეხბურთი

12:53 | 5.12.2019 | ნანახია 704 - ჯერ

ტუხელი: „საწყენია კავანის მდგომარეობა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებთან გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა.

„კავანის ვესაუბრე. მას ახლა ძალიან უჭირს. ჩემთვისაც მძიმე საყურებელია. მან სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა და ეს მისი ბრალი არ არის.

სანამ არ იყო, ძალიან კარგად ათამაშდა მაურო იკარდი.

ახლა არ შემიძლია კავანის მეტი სათამაშო დრო მივცე. ვწუხვარ, რომ მის პრობლემას ვერ ვწვეტ. ის შესანიშნავი პროფესიონალია. გუნდს დადებითი ემოციებით და ენერგიით მუხტავს.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Goal.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:04 | 06.12.2019
O. Mertskhali (8101)

ვითომ პორიტკორექტულობს რაღაცას.. აბა იკარდი რომ დაიმატა, ეგ იმთავითვე იმას არ ნიშნადა, რომ რომელიღაც სკაზე უნდა მჯდარიყო?!

17:43 | 05.12.2019
alcantara___ (13618)

არასდროს ყოფილა უმაღლესი დონის ფორვარდი.

ვინც თამაშებს უყურებს და ადევნებს მის კარიერას თვალს უბრალოდ ძალიან გაუმართლა რომ იმ ნაპოლის წევრი იყო. რეალურად ამის და ლავეცის გარდა გამტანი არ ყავდა გუნდს,ამიტომაც ჩანდა ასე ძაან.

რეალურად ჩვეულებრივი ფორვარდია არაფრით გამორჩეული,რომელიც ძალიან ბევრ 100% იან მომენტს ანიავებს. 10 დან 3-4 გააქვს. უმაღლესი დონე არის ლევანდოვსკი და სუარესი თავის საუკეთესო წლებში. ეს თავის პრაიმშიც კი ძალიან ბევრს აფუჭებდა.

ახლა რომელ გუნდთან ქონდათ თამაში ბოლოს დიმარიამ რომ ქუსლით დაუტოვა ცარიელ კართან და ელემენტარულად ვერ შეასრულა. აი მასეთი მომენტების ამოქექვა შეიძლება უამრავის.

პიარი ბევრს შვრება. პსჟ-ს თუნდაც სუარესი ან თუნდაც ლევანდოვსკი რომ ყოლოდა ბოლო წლებში ლიგას მოიგებდა 100% ერთხელ მაინც

19:45 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

პსჟს ზლატანი ჰყავდა ნეიმარი და მბაპე ახლაც ყავს და შედეგს ვერ დებს და ვერც დადებს ვერასოდეს. გამაზვები კი მარა გამაზვები სუარესსაც უამრავი ქონდა საუკეთესო წლებში და სალაჰსაც მაგრამ ეგ საერთო სურათს არ ქმნის.მთავარია გაქო და ბევრი. ლევანდოვსკის და სუარესის ფორვარდი რომ არის მაგაზე სადავო არაფერია მაგრამ მაღალი დონე ნამდვილად იყო კავანი.

14:51 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

პარიზული კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა ურუგვაელმა მაგრამ როგორც ჩანს დროა წავიდეს. მაღალი კლასის ფეხბურთის ჩვენება კიდევ შეუძლია და ჯობს უკეთესი გუნდი მონახოს

14:35 | 05.12.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მგონი დროა წავიდეს, ამ ზამთარშივე.
ჩიმარო კიდევ ბევრს გამოადგება.

0.110478