ისტორია

9:47 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

5 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1953 – დაიბადა მიხეილ სალაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1981 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (100 კგ წონითი კატეგორია). დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ. იმავე წელს გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1973, 1977, 1982). საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის (1979) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1976, 1979, 1981, 1982). ღირსების ორდენის ორგზისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენების კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1908 - ამერიკულ ფეხბურთში ერთ-ერთი გუნდის (პიტსბურგის უნივერსიტეტის ნაკრები) მოთამაშეების მაისურებზე პირველად იყო აღნიშნული ნომრები.

1941 - აშშ-ში ამერიკულ ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაცია დაარსდა.

1947 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერსი ჯო უოლკოტი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1949 - ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერსი ჯო უოლკოტი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1950 - ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ნიკ ბარონე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1956 - მელბურნის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრების გახდა.

1969 - თბილისის “დინამომ” ეგვიპტური ტურნეს მსვლელობისას ქაიროში ადგილობრივ “ზალნიეკთან” 2:0 მოიგო. გოლები სლავა მეტრეველმა და გოჩა გავაშელმა გაიტანეს. “დინამო”: ჩლაიძე, ძოძუაშვილი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი (ილიადი), კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი, ლ. ნოდია (ქარქაშაძე). გუნდს გივი ჩოხელი წვრთნიდა.

1970 - ჰოკეის დიდების დარბაზიდან ეროვნული ლიგის ჩემპიონისათვის განკუთვნილი ჯილდო, სტენლის თასი მოიპარეს.

1981 - ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი 6:7, 6:4, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 56-ე ჩემპიონი გახდა.

1987 - გერმანელმა მოციგურავე შანბერნმა ქალთა შორის 3 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:16.76).

1988 - თბილისის “დინამომ” ისრაელში ტურნეს მსვლელობისას თელ-ავივში ადგილობრივ “მაკაბისთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი (სვანაძე), ცხადაძე, ჭედია, ცაავა (ნემსაძე), რევიშვილი, ჯიშკარიანი, ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1993 - დევისის თასის 82-ე გათამაშების ფინალში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი დიუსელდორფში ჩატარდა.

1996 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ადგილობრივ ნაკრებთან 2:4 წააგო. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს. საქართველო: ასლანაძე, კალაძე, ცქიტიშვილი, ზ. ჯელაძე, შ. ხუჯაძე (დიდავა), გახოკიძე, კიკნაძე, კობიაშვილი, გ. დარასელია, ფოცხვერია (აშვეთია), იაშვილი (დემეტრაძე). ეს ნაკრები, ფაქტობრივად, საქართველოს მეორე გუნდი იყო, თუმცა ეს თამაში ფიფას ოფიციალურ რეესტრში შევიდა, როგორც ეროვნულ გუნდთა მატჩი. ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

1996 - ჯერმენ ო’ნილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. 18 წლის ასაკში იგი “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა” ათამაშა.

2005 - “ნიუ ჯერსი ნეთზმა” “შარლოტ ბობკეთსს” 97:84 სძლია, რითაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მეათასე გამარჯვება მოიპოვა.

2007 - თელ ავივის საფეხბურთო კლუბის “ჰაპოელის” მთავარ მწვრთნელად ელი გუტმანი დაინიშნა.

2009 - ბარსელონაში მიმდინარე დევისის თასის ფინალის მეორე საასპარეზო დღეს ესპანეთის ნაკრებმა წყვილთა მატჩიც მოუგო ჩეხიას, ანგარიში 3:0 გახდა და პირენელებმა საკუთარ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს ხსენებული ტურნირი. 1998 წლიდან მოყოლებული ესპანეთი პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო დევისის თასის დაუფლება.

2010 - სერბეთის საჩოგბურთო ნაკრებმა დევისის თასის ფინალში ბელგრადში საფრანგეთს 3:2 მოუგო და პირველად მოიგო აღნიშნული შეჯიბრება. დასკვნით დღეს სერბებს გამარჯვება ნოვაჯ ჯოკოვიჩმა და ვიქტორ ტროიცკიმ მოუპოვეს.

2010 - 26 წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონი “ფლუმინენსე” გახდა. მან ტიტული თავის ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

2012 - “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი კობი ბრაიანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 30 ათასიან საქულე ზღვარს გადააბიჯა. ამასთან ბრაიანტი ლიგის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა შორის მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრდა.

2013 - “გურიასთან” მატჩის შემდეგ თბილისის “დინამოს” ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდიდან მიდის.

ამ დღეს დაიბადნენ

1931 - ლადისლავ ნოვაკი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და პრაღის “დუკლას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 1960 წლის პირველობის მესამეადგილოსანი. მსოფლიოს 1954 და 1958 წლების ჩემპიონატებიოს მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი.

1935 - იური ვლასოვი. საბჭოთა ძალოსანი. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონი. მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც ხერხემალი დაიზიანა და გარკვეული პერიოდი საწოლს იყო მიჯაჭვული. მისივე მიერ შემუშავებული წვრთნის მეთოდიკის შედეგად არა მარტო ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა, არამედ აქტიური სპორტული კარიერაც გააგრძელა. სპორტიდან წასვლის შემდეგ სამწერლო ასპარეზზე სცადა ბედი და რუსეთის პრეზიდენტობაზეც იყარა კენჭი.

1953 - მიხეილ სალაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1981 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (100 კგ წონითი კატეგორია). დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ. იმავე წელს გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1973, 1977, 1982). საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის (1979) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1976, 1979, 1981, 1982). ღირსების ორდენის ორგზისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენების კავალერი.

1956 - კლაუს ალოფსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების, დიუსელდორფის “ფორტუნას” (1975-81), “კიოლნის” (1981-87), “მარსელის” (1987-89), “ბორდოს” (1989-90), “ვერდერის” (1990-93) ფორვარდი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. “ვერდერის” შემადგენლობაში 1992 წელს მოიპოვა თასების თასი და 1993 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. იმავე წელს დაეუფლა გერმანიის სუპერთასს. “ფორტუნას”, “კიოლნისა” და “ვერდერის” რიგებში ოთხჯერ მოიგო გერმანიის თასი. 1989 წელს მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა და თასი. 1979 წელს თასების თასის (“ფორტუნას” რიგებში), 1986-ში კი უეფას თასის (“კიოლნის” შემადგენლობაში) ფინალებში ითამაშა. 1979 და 1985 წლებში გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი.

1957 - შარლინ მორეტი. ამერიკელი ბალახის ჰოკეისტი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1970 - კევინ ჰალერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ფილადელფია ფლაიერზის” ფორვარდი.

1978 - მარსელო სალაიეტა. ურუგვაის ნაკრების, მონტევიდეოს “პენიაროლის”, ტურინის “იუვენტუსის”, “სევილიას”, “ნაპოლის”, “ბოლონიას”, “კაისერისფორის”, “პენიაროლის” ფორვარდი. მსოფლიოს ახალგაზრდული მუნდიალისა (1997) და კოპა ამერიკის (1999) ფინალისტი. ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. იტალიის სამგზის ჩემპიონი (1998, 2002, 2003). 1997 წელს მოიგო ურუგვაის ჩემპიონობა და თასი.

0.118784