მონაკოში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის მეორე ეტაპმა ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.
ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო დღეები: 3-8; 10-14 დეკემბერი; დასვენების დღე 9 დეკემბერი;
პირველ ტურში ნანამ, შავი ფიგურებით ჰარიკა დრონოვალი დაუპირისპირდა და ყაიმით დაასრულა შეხვედრა. მეორე ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე უკრაინელი ანა მუზიჩუკი იქნება.
გრან პრის მეორე ეტაპზე მონაწილეობენ:
1.ჰამპი კონერუ (ინდოეთი;2577)
2.ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2571)
3.მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2558)
4.კატერინა ლაგნო (რუსეთი;2547)
5.ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2537)
6.ნანა ძაგნიძე (საქართველო;2520)
7.ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2518)
8.ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2488)
9.ჟაო სიუე (ჩინეთი;2484)
10.ალექსანდა კოსტენიუკი (რუსეთი;2482)
11.ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2475)
12.პია კრამლინგი (შვედეთი;2461)
gcf.org.ge