თამაშგარე

11:21 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკმა ცხვირი აიბზუა

დიდად უცნაურ არს კაცის ბუნება და ამბიცია. ჰაი ჰაი, რომ სწორედ უცნაურობად უნდა შეფასდეს თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფეხბურთო კლუბ ყაზანის “რუბინის“ პრეზიდენტის შარშანდელი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თურმე კლუბის სახედ ირინა შეიკის ხილვა სდომებიათ.

ეს ამბავი ამ ცოტა ხნის წინ ირინა შეიკმა პირზე ღიმილმოუშორებლად გაიხსენა და დასძინა, რომ რაკი იგი წარმოშობით თათრეთიდანაა, იქაური ამბები ძალიანაც ემშობლიურება, მაგრამ არ აპირებს ამდენი ცნობილი კომპანიის სახე ორიოდ გროშის ფასად ყაზანურ კლუბზე “მიახარჯოს“, რამეთუ იმიჯი მისთვის უპირველესია.

ამ ცხვირაბზუებაზე რა რეაქციაც ექნებოდათ თათრეთის მკვიდრთ და მეტადრე ყაზანური კლუბის ქომაგებს, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა, ირინა შეიკსაც უნდა გავუგოთ. ეს გოგო თავის დროზე ყოფილ გულისსწორს, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალის“ მატჩებზეც კი ფეხათრევით დაჰყვებოდა, ესენი კიდევ ყაზანის “რუბინიო“...

0.153268