ფეხბურთი

10:50 | 5.12.2019 | ნანახია 872 - ჯერ

კლოპმა პრემიერლიგაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა

პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „ევერტონს“ 5:2 მოუგო. ეს გამარჯვება მე-100 გამოდგა მათი მთავარი მწვრთნელისთვის, იურგენ კლოპისთვის ინგლისის ჩემპიონატში. გერმანელ სპეციალისტს ამისათვის 159 მატჩის ჩატარება დასჭირდა. უფრო სწრაფად ეს მხოლოდ ჟოზე მოურინიუს მოუხერხებია - 100 მოგება 142 შეხვედრაში.

მე-15 ტურის შემდეგ „ლივერპული“ 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს და უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 8 ქულით უსწრებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:11 | 05.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღეს ნომერ პირველია გერმანელი. დიდია ძაან

0.115009