ფეხბურთი

2:07 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას საგოლე პასი ბელგიის თასზე

ბელგიის თასზე ლუკა ზარანდია საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელის „ზულტე ვარეგემი“ „სენტ ტრუიდენს“ მერვედფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდა და ადვილად, 3:0 იმარჯვა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა და მალევე ომარ გოვეას გატანაში დაეხმარა.

„ზულტე ვარეგემმა“ ამ გამარჯვებით მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სამაგიეროდ, ტურნირს გამოეთიშა გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, რომელიც სტუმრად „შარლერუასთან“ (0:1) დამარცხდა. ქვილითაიამ ბოლო 30 წუთი ითამაშა.

0.109939