ფეხბურთი

23:44 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლას ლაფსუსი პრესკონფერენციაზე: "როდრი "ბაიერნისთვის" შესანიშნავი შენაძენია" (+VIDEO)

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ბარნლისთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ ესპანელ ნახევარმცველ როდრის აქებდა და თქვა, რომ „ბაიერნმა“ მისი სახით კარგი ფეხბურთელი შეიძინა.

ესპანელ სპეციალისტს ინგლისური გუნდი მიუნხენურ გიგანტში აერია და როგორც თავად თქვა, არ იცოდა რაზე ფიქრობდა:

„როდრიმ შესანიშნავად ითამაშა, ჭკვიანურად გადაადგილდებოდა მინდორზე და ამით სხვებსაც ეხმარებოდა. ვფიქრობ, რომ ადაპტაციას სწრაფად გადის და იდეალურად ერგება ამ ლიგას. ვფიქრობ მიუნხენის „ბაიერნმა“... უი, რა მიუნხენის „ბაიერნი“, რა ჯანდაბაა, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი... ვფიქრობ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ შესანიშნავი მოთამაშე შეიძინა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპს ბოლო დროს „ბაიერნს“ უკავშირებენ და ამბობენ, რო ზაფხულში გერმანიაში დაბრუნდება, სადაც 2013-2016 წლებში უკვე მუშაობდა.

0.145286