ფეხბურთი

17:15 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "სულ მალე იტალიაში შევხვდებით"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი კარიერის მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მალე იტალიაში ვიხილავთ. შვედი უფრო მეტად არ დაკონკრეტებულა, მაგრამ აპენინზე მისით დაინტერესებს „მილანი“, „ნაპოლი“ და „ბოლონია“ იჩენენ.

„მე წავალ გუნდში, სადაც კვლავ მოვახერხებ გამარჯვებას, უნდა განაახლოს თავისი ისტორია, რომელიც ყველას წინააღმდეგ გამოწვევას ეძებს. მხოლოდ ასე შევძლებთ სტიმულის პოვნას. როგორ ავირჩევ გუნდს? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ჩემი ოჯახის ინტერესი. სულ მალე იტალიაში შევხვდებით.

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ და სხვები, რომლებიც ფეხბურთზე ფიქრობენ. მეძალიან კმაყოფილი ვარ ლოს ანჯელესური გამოცდილებით, თუნდაც იმიტომ, რომ ტრავმის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ ვეღარ ვითამაშებდი. დავამტკიცე, რომ შემიძლია ვიყო ისევ წამყვანი ფიგურა მოედანზე“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, 38 წლის ფეხბურთელმა „მილანთან“ შეთანხმებას მიაღწია და „როსონერიში“ 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111027