თამაშგარე

10:56 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა პარიზში

ფრანგი მოდელის სინდი ბრუნას სახელი “ფეშენ“ ამბებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა წლებია უწყიან. ასეთი წარმატებული ფრანგი ქალი ბოლო ათწლეულში ცოტა თუ ყოფილა და სულაც არაა გასაკვირი, რომ პარიზის მოდების ჩვენებები ამ გოგოს გარეშე წარმოუდგენელია.

სინდი ბრუნა პარიზულ სარეკლამო სააგენტოებთანაც კოხტად თანამშრომლობს და ავეჯის ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიის სატელევიზიო გადაღების დროს მასთან პარტნიორად მიყვანილ ოყლაყში არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი შეიცნო, რამაც სინდიც გაახარა და მობურთალიც.

უცნაურია, მაგრამ ამ დიად შეხვედრას ჭორთა მდინარება არ მოჰყოლია, რადგან სინდიცა და ანტუანიც ცოლ-ქმრობის უღლით არიან შებორკილნი. ამას გარდა, გრიზმანს შეიძლება ყველაფერი დასწამო, მაგრამ მექალთანეობა მისგან ისევე შორსაა, როგორც ვლადიმერ პუტინისგან სულიერი კათარზისი.

0.158129