ფეხბურთი

9:48 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ლივერპული“ ყოველთვის მზადაა ფეხბურთელების საყიდლად“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, არ გამორიცხავს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელების შეძენას.

„დეტალურად ჯერ არ გვისაუბრია გეგმებზე. ისე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჭირო ფეხბურთლების შესაძენად და ვნახოთ რა იქნება.

იანვარში მოთამაშეების ყიდვა უფრო რთულია ვიდრე ზაფხულში? ზუსტად ვერ გეტყვით, ზაფხულში საქმეს ის ართულებს, რომ ევროპას და ჩვენ სხვადასხვა ვადები გვაქვს დაწესებული.“ - უთხრა კლოპმა Sky Sports-ს.

პრემიერლიგის მორიგ მატჩს „ლივერპული“ დღეს, 4 დეკემბერს გამართავს. მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112543