კალათბურთი

1:40 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ჩინებული გარჯა ჩემპიონთა ლიგაზე

ესპანური „იბეროსტარ ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულ ასპარეზობას აგრძელებს და C ჯგუფში უკვე მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო. გიორგი შერმადინის გუნდმა საკუთარ კედლებში გერმანული „ბამბერგი“ მიიღო და გამარჯვება არ გასჭირვებია - 82:64.

ესპანელთა თავკაცმა ლიდერების დასვენება გადაწყვიტა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის წინ და გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 23:59 წუთი მაინც ითამაშა. ქართველმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ 12-და 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტით გიორგის ორივე გუნდის რიგებში თანაგუნდელმა მარსელინო უერტასმა აჯობა (18), რომელმაც 6 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 19 ქულით კი, შერმადინი „ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ მთლიანად მატჩში გერმანელთა წევრ კრისტიან შენგფელდერს (20 ქულა) ჩამორჩა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჯგუფში უკლებლივ შვიდივე მატჩი მოგებული აქვს და ცხადია, ლიდერია. მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, რუსეთში, „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

0.136528