ჩოგბურთი

20:15 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ ფედერერი დააფასა

შვეიცარიის ისტორიაში როჯერ ფედერერი პირველი ადამიანია, რომელიც სიცოცხლეშივე დააფასეს და მისი გამოსახულებიანი 20 და 50 ფრანკიანები გამოვა, აღნიშნულ ინფორმაციას Swissmint-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2020 წლის იანვარში 20 ფრანკიანზე როჯერ ფედერერის გამოსახულებიანი მონეტა გამოვა, ხოლო მაისის თვეში 50 ფრანკიანი მონეტა.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ფედერერს ეს პატივი არამარტო საჩოგბურთო მიღწევების გამო ერგო, ის ყველაზე ცნობილი შვეიცარიელია. მას საყოველთაო სიყვარული აქვს და ის რეალურად ქვეყნის ელჩია.

0.120165