კალათბურთი

23:15 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში კარმელო და იანისი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "პორტლენდის" ახალწვეული კარმელო ენტონი და აღმოსავლეთში "მილოუკის" ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბოლო კარმელომ კვირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი 2014 წლის მარტში მიიღო. მელო განვლილ კვირაში საშუალოდ ერთ შევედრაში 22.3 ქულას, 7.7 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებდა. "პორტლენდმა" სამივე შეხვედრა მოიგო.

იანისი საშუალოდ ერთ მატჩში 34.8 ქულას, 11.8 მოხსნას, 4 პასს და 1.5 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

0.111904