ფეხბურთი

18:06 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „ოლდ ტრაფოდზე“ ბრუნდება

ოთხშაბათს, 4 დეკემბერს, „ტოტენჰემი“ მანჩესტერში ჩავა და პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მანჩესტერლთა დამრიგებელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს „ეშმაკუნების“ ყოფილი დამრიგებლის, ლონდონელთა ახლადდანიშნული მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნების თაობაზე ესაუბრა.

„მოურინიუს დაბრუნება? დარწმუნებული ვარ, კარგად მიიღებენ. ეს მაგალითი იქნება იმისა, რომ კლუბს და გულშემატკივრეს ახსოვთ ის ორწელიწადნახევარი, რომელიც პორტუგალიელმა კლუბში გაატარა და პრიზები მოიგო.“- ციტირებს სულშერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური

სულშერმა ასევე დასძინა, რომ „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს პოლ პოგბა, რომელსაც ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114559