სერბი ნახევარმცველის ადამ ლაიჩის ყოფილი გულისსწორი, მოდელი სოფია მილოშევიჩი ბედოვლათ ადამთან დაშორების შემდეგ ბევრად უფრო პოპულარული და წარმატებული ასული გახდა. ამ წარმატების საიდუმლო რა გასაკვირია, რომ თამამ ფოტო-სესიებში იმალება.
თუკი აქამდე სოფია მხოლოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას, სადაც სამოდელო საქმის მსოფლიო ბომონდი იყრიდა თავს, ახლა გადაწყვიტა “გაყვითლებულიყო“ და ფერადყდიანი ჟურნალებისთვის ტიტლიკანად პოზირებებსაც მოუხშირა. ამან ცხადია მელევე გამოიღო შედეგი.
სოფია მილოშევიჩი ახლა უკვე თამამად ამბობს, რომ ადამ ლაიჩთან თანაყოფა შეცდომა იყო, რადგან სერბი მობურთალი მეტად ეჭვიანი ვინმე გახლდათ და გულისსწორს “ფრთების გაშლას“ უკრძალავდა. ახლა კი როდესაც თავისუფლება ხელშესახებია, მილოშევიჩის ქალმაც ინავარდა და აი შედეგიც!