ფეხბურთი

4:15 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა სერია A-ში და ზღვა ემოცია სარდინიაზე... (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური სარდინიაზე „კალიარისა“ და „სამპდორიას“ მატჩით დასრულდა, რომელსაც დრამატული ფინალი ჰქონდა.

გუნდებისთვის სეზონი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს: „კალიარის“ პირველ-ორ ტურში ორი მარცხი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ უვკე ზედიზედ 12 მატჩია არ წაუგია და 28 ქულით მეოთხე ადგილზეა, რაზეც ალბათ კუნძულელები ვერც იოცნებდნენ.

„სამპდორია“ კი პირიქით, აუტსაიდერთა რიგებშია და ქულების მოპოვება ძალიან უჭირს. თუმცა, კლაუდიო რანიერის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.

სარდინიაზე კი, საოცარი მატჩი შედგა. ფაბიო კუალიარელასა და გასტონ რამირესის გოლებით „სამპა“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა. რაჯა ნაინგოლანმა 69-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ, ზუსტად ერთ წუთში „სამპდორიამ“ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა, კუალიარელამ დუბლი შეასრულა.

მერე რაც მოხდა, ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. „კალიარიმ“ ჟოაო პედროს ორწუთიან ინტერვალში შესრულებული დუბლით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა და 4:3 მოიგო! კუნძულელთა სიხარულს გამარჯვების გოლის შემდეგ საზღვარი არ ჰქონდა...

„კალიარი“ – „სამპდორია“ 4:3 (0:1)

გოლები: 0:1 კუალიარელა (38, პენ), 0:2 რამირესი (52), 1:2 ნაინგოლანი (69), 1:3 კუალიარელა (69), 2:3 ჟოაო პედრო (74), 3:3 ჟოაო პედრო (76), 3:4 ჩერი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102331