ფეხბურთი

3:21 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

წლის საუკეთესოები სხვა ნომანაციებში: ალისონი, დე ლიხტი და რაპინო

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მეექვსედ მოიგო უპრესტიჟულესი „ოქროს ბურთი“.

გარდა ამისა, საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ:

საუკეთესო მეკარე (ლევ იაშინის პრიზი) - ალისონი („ლივერპული“, ბრაზილია)

მეორე-მესამე ადგილები მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და ედერსონ მორაეშს ერგოთ.

2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი (ტროფეო კოპა) - მატიას დე ლიხტი („იუვენტუსი“, ჰოლანდია)

მეორე-მესამე ადგილები ჯეიდონ სანჩომ და ჟოაო ფელიქსმა დაიკავეს.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - მეგან რაპინო („სიეტლი“, აშშ)

მეორე-მესამე ადგილებზე ლუსი ბრონზი და ალექს მორგანი გავიდნენ.

0.185423