ფეხბურთი

19:57 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" სტადიონს დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის „ატლეტიკოს“ მომდევნო საშინაო მატჩ(ებ)ის ჩატარება შესაძლოა ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწიოს. ამის მიზეზი კი, ანტუან გრიზმანზე ქომაგების მხრიდან განხორციელებული შეტევაა.

ფრანგმა „ვანდ ამეტროპოლიტანოზე“ მეტოქის რანგში პირველად ითამაშა და ადგილობრივი პუბლიკა მას მტრული განწყობით შეხვდა.

იყო შეურაცხხმყოფელი და რასისტული შეძახილები. მათ შორის ფრანგს სიკვდილიც უსურვეს: „შენ უნდა მოკვდე“.

El Chiringuito-ს ცნობით, ლა ლიგა აღნიშნული ფაქტის გამოძიებას აპირებს და შესაძლოა „როხიბლანკოს“ სტადიონი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ გასულ ზაფხულს „ატლეტიკოდან“ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110791