ფეხბურთი

19:24 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ტრავმა თამაშის დაწყებიდან 20 წამში

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ლეგანესის“ ბერძენი მცველი დიმიტრიოს სიოვასი პირველივე წუთზე დაშავდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი ტრავმა სიოვასმა „სევილიასთან“ მატჩში მიიღო.

შეხვედრის მეოცე წამზე ბერძენმა მუხლი დაიზიანა და მოედანი მხოლოდ საკაცით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა აღნიშნული ტრავმა.

მატჩს რაც შეეხება, „სევილიამ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

0.116085