ფეხბურთი

18:26 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ "ნაპოლის" ფეხბურთელებს ბაზაზე გამოკეტავს

იტალიური „ნაპოლი“ მწვავე კრიზისშია და დიდი ხანია თამაში არ მოუგია. სერია A-ს ბოლო ტურში „ბოლონიასთან“ მარცხის შემდეგ კი, კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელებს სახლში წასვლა აუკრძალა.

„ნაპოლის“ მოთამაშეები ბაზაზე ოთხშაბათიდან შეიკრიბებიან და „უდინეზესთან“ მომდევნო მატჩისთვის მოეზამდებიან.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში იგივე ინიციატივა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ჰქონდა, მაგრამ მაშინ ანჩელოტი არ დაეთანხმა, ფეხბურთელებმაც პროტესტი გამოთქვეს და ყველაფერი ქაოსით დასრულდა.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 17, ხოლო ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელებს 6 ტურია არ მოუგიათ და კარლო ანჩელოტის გუნდებს ბოლოს ასეთი ცუდი სერია 2010 წელს ჰქონდათ, როდესაც იტალიელი „ჩელსიში“ მუშაობდა.

0.118948