ფეხბურთი

17:25 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" პიკე მოისაკლისა

კატალონიის „ბარსელონამ“ წამყვანი ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მოისაკლისა. გამოცდილმა ფეხბურთელმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (1:0) მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია პიკეს დაზიანების ხარისხი და შესაბამისად, პერიოდიც, რომლის გამოტოვება მოუწევს.

32 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.112351