ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნული ნაკრები ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. ამიტომ, ანდრეი შევჩენკომ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებით, ვირჯილ ვა დეიკი გამოარჩია.
„რონალდ კუმანს საოცარი გუნდი და შესანიშნავი თაობა ჰყავს. ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან. ვირჯილ ვან დეიკი კი ვიფქრობ, ისტორიაში საუკეთესო მცველია, მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო“, - თქვა შევჩენკომ.
უკრაინელმა სპეციალისტმა ჰოლანდიის ნაკრებიდან მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი და ჯორჯინიო ვეინალდუმი გამოარჩია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია და უკრაინა ერთმანეთს 14 ივნისს, ამსტერდამში შეხვდებიან. არაა გამორიცხული ამავე ჯგუფში საქართველოს ნაკრებმაც ითამაშოს, თუ რა თქმა უნდა, ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.