ფეხბურთი

13:55 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: საუკეთესოები ინდივიდუალურად

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი გუშინ „დინამო თბილისის“ ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც მარათონულ ბრძოლაში გაჩემპიონება მოახერხა.

„დინამოს“ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლევან კუტალიას, რომელმაც ჩინებული სეზონი ჩაატარა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ლევანმა 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 3 ბურთით აჯობა მთავარ კონკურენტ ჯოვინო ფლამარიონს.

უნდა აღინიშნოს ლიდერთა ხუთეულში ბუდუ ზივზივაძისა და ლევან შენგელიას ყოფნაც, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატი სეზონის შუა ნაწილში დატოვეს, თორემ ეჭვგარეშეა მათი მონაგარი გაცილებით დიდი იქნებოდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირები:

ლევან კუტალია („დინამო თბილისი)“ - 33 თამაში, 20 გოლი

ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“) - 30 თამაში, 17 გოლი

ირაკლი სიხარულიძე („ლოკომოტივი“) - 36 თამაში, 16 გოლი

ბუდუ ზივზივაძე („ტორპედო“) - 20 თამაში, 13 გოლი

ლევან შენგელია („დინამო თბილისი“) - 24 თამაში, 12 გოლი

ნოდარ ქავთარაძე („ტორპედო“/“დინამო თბილისი“) - 33 თამაში, 12 გოლი

გიორგი დიასამიძე („საბურთალო“) - 25 თამაში, 10 გოლი

ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო“) - 21 თამაში, 10 გოლი

ჯაბა უგულავა („სიონი“) - 29 თამაში, 9 გოლი

საგოლე პასებში ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს. ალვინ ფორტესმა, დავით სამურკასოვმა, მიშიკო სარდალიშვილმა და ნიკა ნინუამ თანაგუნდელებს რვა-რვაჯერ გაატანინეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეპასეები:

ალვინ ფორტესი („დილა“) - 8 საგოლე პასი

დათო კირკიტაძე („სიონი“/“ლოკომოტივი“) - 8

დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“) - 8

მიშიკო სარდალიშვილი („ჩიხურა“) - 8

ნიკა ნინუა („დინამო თბილისი“) - 8

სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“) - 7

ლევან შენგელია („დინამო თბილისი“) - 5

ნოდარ ქავთარაძე („ტორპედო“/“დინამო თბილისი“) - 5

გიორგი დიასამიძე („საბურთალო“) – 5

და ბოლოს, მეკარეების სტატისტიკაც - გიორგი ჩოჩიშვილმა მთლიანობაში 16 მშრალი თამაში ჩაატარა, მაგრამ ახლაგაზრდა კიპერმა სეზონის პირველი ნაწილი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, „შევარდენის“ შემადგენლობაში დაჰყო. ამიტომაც, უშუალოდ ეროვნულ ლიგას თუ მივიღებთ მხედველობაში, გამოვა, რომ საუკეთესო მაჩვენებელი 15 მშრალი მატჩია, რომელსაც ორი „დინამოს“ მეკარეებმა, მიხეილ ალავიძემ და ხოსე პერალესმა უწიეს. ბათუმელთა კარის დარაჯმა 36 თამაშიდან დაიცვა 15-ჯერ კარი ხელუხლებლად, ხოლო თბილისელთა ესპანელმა კიპერმა თამაშით ნაკლები ჩაატარა.

ყველაზე მეტი მშრალი მატჩი:

მიხეილ ალავიძე („დინამო ბათუმი“) – 15 მშრალი მატჩი

ხოსე პერალესი („დინამო თბილისი“) – 15

დემეტრე ბულისკერია („ლოკომოტივი“) – 14

დინო ჰამზიჩი („ჩიხურა“) – 11

ომარ მიგინეიშვილი („საბურთალო“) – 10

გიორგი მამარდაშვილი („რუსთავი“) – 7

ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“) – 5

ლევან ისერგიშვილი („ვიტ ჯორჯია“) – 5

როინ კვასხვაძე („ტორპედო“) – 4

ბოლოსკენ შეგახსენებთ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, მაგრამ 5 და 11 დეკემბერს, პლეი-ოფის მატჩები გველოდება: „სიონი“ – „სამტრედია“, „თელავი“ – „რუსთავი“.

0.124214