"ბაიერნი" მზადაა "ლივერპულის" 28 წლის სენეგალელი შემტევი საიდო მანე შეიზინოს, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, უახლოეს მომავალში გერმანელები აფრიკელის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც მანე "ზალცბურგში" ასპარეზობდა "რეკორდმაისტერმა" მაშინ მანეს ტრანსფერზე ვერ იყოჩაღა. შემდეგ 2016 წელს, როცა მანე "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" გადავიდა, გერმანული კლუბი მაშინაც იყო სენეგალელის გადაბირებით დაინტერესებული, თუმცა მაშინაც ვერ მოახერხა.
2016 წლიდან მანემ "ლივერპულის" მაისურით 143 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.