ისტორია

9:55 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973- დაიბადა მონიკა სელეში. სერბი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი. 1990 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. მომდევნო წელს გახდა “დიდი სლემის” სამი ტურნირის ჩემპიონი. 1993 წელს გერმანელი შტეფი გრაფის გულშემატკივარი კორტზე შეიჭრა და სელეშს დანით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. ამ ინციდენტმა მონიკას სპორტული კარიერა დაამუხრუჭა, თუმცა, იგი 1995 წელს კორტს დაუბრუნდა და 1996 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1998 წელს მონიკა სელეშმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1863- ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ თამაშის წესების კრებული გამოუშვა.

1902- ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გოუ ეჰედ იგლზი”.

1907- ინგლისში დაარსდა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია.

1907- ტომი ბერნსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, განერ მოირი მეათე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1916- ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბეისბოლისტებს, რომლებიც თამაშის მსვლელობისას ტრავმას მიიღებდნენ, კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა მაინც სრულად ერგებოდათ.

1950- ვიკ ტოუელმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, დენი ო’სალივანი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესორა აღინიშნოს, რომ ამ ორთაბრძოლის მსვლელობისას ტოუელმა მოწინააღმდეგე ნოკდაუნში 14-ჯერ გაგზავნა.

1954- “მილუოკი ბაქზის” მოთამაშე ფრენკ სელვიმ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში 24 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო, რითაც NBA-ს რეკორდი დაამყარა. საუკეთესო შედეგის საჩვენებლად სელვიმ 26 საჯარიმო სროლა განახორციელა.

1969- თბილისის “დინამომ” ეგვიპტური ტურნეს მსვლელობისას, ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის ალექსანდრიას ნაკრებთან 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი ბადრი ქარქაშაძემ გაიტანა. “დინამო”: ჩლაიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი, კუტივაძე (ქორიძე), მეტრეველი (ბურჯანაძე), გავაშელი, ლ. ნოდია (ქარქაშაძე). გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1972- თბილისის “დინამომ” შრი ლანკას ტურნეს მსვლელობისას ამ ქვეყნის ნაკრებს 4:0 მოუგო. გოლები ლევან ნოდიამ (3) და დავით ყიფიანმა გაიტანეს. “დინამო” : გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე (გოგიჯანაშვილი), გ. მაჩაიძე, ებრალიძე, გავაშელი (ასათიანი), კუტივაძე, მ. მაჩაიძე (მჭედლიშვილი), ყიფიანი (გუცაევი), რეხვიაშვილი, ლ. ნოდია. გუნდს გავრიილ კაჩალინი წვრთნიდა.

1973- მერილენდში ახალი სპორტულტ არენა Uშ Aირ Aრენა გაიხსნა. იმ დღეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში “ვაშინგტონ ბულიტსმა” “სიეტლ სუპერსონიკსს” 98:86 მოუგო.

1973- დევისის თასის 62-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 5:0 სძლია. მატჩი ამერიკის ქალაქ კლივლენდში ჩატარდა.

1974- ჯაიანთ ბაბამ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჯეკ ბრისკო დაამარცხა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის (NჭA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1979- “კლივლენდ კავალიერზის” მოთამაშე ფუტს უოლკერი კლუბის პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი (მოპოვებულ ქულათა, ფარიდან ბურთის მოხსნათა და შედეგიან პასთა რაოდენობამ თითოეულ ელემენტში 10-ს გადააჭარბა) შეასრულა.

1990- დევისის თასის 79-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ავსტრალიის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი სანკტ პეტერბურგში ჩატარდა.

1993- “ჰიუსტონ როკითსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მეთხუთმეტე სასტარტო შეხვედრა მოიგო.

1997- საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) დორტმუნდის “ბორუსიამ” ბრაზილიის “კრუზეიროს” 2:0 მოუგო. გოლები ცორკმა და ჰერლიხმა გაიტანეს. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 46 953 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას ესპანელი არბიტრი ხოსე მარია გარსია არანდა სჯიდა. “ბორუსია”: კლოსი, როიტერი, ფაიერზინგერი, ჟულიო სეზარი, ჰაინრიხი, ფროინდი, ცორკი (კიროვსკი), პაულო სოუზა, მიოლერი, ჰერლიხი, შაპუიზა (დეშივერი). “კრუზეირო”: დიდა, ვიტორი, ჟოაუ კარლუში, გონსალვეში, ელიველტონი, ფაბინიო, რიკარდინიო, კლეისონი, პალასიოსი (მარსელო), დონიზეტი, ბებეტო.

1998- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური შესარჩევი ეტაპის მატჩი ბურსაში თურქეთის ნაკრებთან 60:123 წააგო. საქართველო: ოთიურიძე (11 ქულა), ბოისა (4), ჟღენტი (5), გაგნიძე, გ. ნაცვლიშვილი, ჯაფარიძე (14), ვ. ნაცვლიშვილი (6), მაისურაძე (2), ჩხეიძე (18). ნაკრებს ლევან მოსეშვილი წვრთნიდა.

2007- ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველი, კაკა ფრანგული “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა. მეორე ადგილზე, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე, არგენტინელი, ლეო მესი.

2008- “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად “ოქროს ბურთი” “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ გარემარბ კრიშტიანუ რონალდუს მიენიჭა.

ამ დღეს დაიბადნენ

1901- რაიმონდო ორსი. არგენტინისა და იტალიის ნაკრებების, ბუენოს აირესის “ინდეპენდიენტესა” და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი. “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში 1934 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1928 წელს არგენტინელთა შემადგენლობაში მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 15, იტალიის ეროვნულ გუნდში 35 მატჩი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1929- ლოუელ ნორთი. ამერიკელი აფროსანი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1956- სერგეი კოტენკო. საბჭოთა წყალბურთელი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958- ვლადიმირ პარფიონოვიჩი. საბჭოთა ნიჩბოსანი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1959- გრეგ ბარტონი. ამერიკელი ნიჩბოსანი. 1988 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი.

1968- ირჟი დოპიტა. ჩეხი ჰოკეისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1971- ზურაბ იონანიძე. საქართველოს ნაკრების, წყალტუბოს “სამგურალის”, ქუთაისის “ტორპედოს”, სოჭის “ჟემჩუჟინას”, სიმფეროპოლის “ტავრიასა” და “ზესტაფონის” ფორვარდი. ქუთაისელთა რიგებში 3-ჯერ მოიპოვა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედალი. საქართველოს თასის 3-გზის მფლობელი (2-ჯერ “ტორპედოში” და ერთხელ “ზესტაფონში”). სადღეისოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი, 421 მატჩი, გატანილი აქვს 216 გოლი, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1971- ფრანჩესკო ტოლდო. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და მილანის “ინტერის” გოლკიპერი. ასევე სხვადასხვა დროს იყო “მილანის”, “ვერონას”, “ტრენტოს”, “რავენას”, “ფიორენტინას” მეკარე. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. იტალიის თასისა (1996, 2001) და სუპერთასის მფლობელი (2001). 1994 წელს ფრანჩესკო ტოლდო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, დაასახელეს 2000 წლის მესამე ფეხბურთელად. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი.

1973- მონიკა სელეში. სერბი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი. 1990 წელს მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. მომდევნო წელს გახდა “დიდი სლემის” სამი ტურნირის ჩემპიონი. 1993 წელს გერმანელი შტეფი გრაფის გულშემატკივარი კორტზე შეიჭრა და სელეშს დანით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. ამ ინციდენტმა მონიკას სპორტული კარიერა დაამუხრუჭა, თუმცა, იგი 1995 წელს კორტს დაუბრუნდა და 1996 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1998 წელს მონიკა სელეშმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა.

1975- მარკ კოტსეი. ამერიკელი ბეისბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

0.11897