თუკი ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ - წლები ვერაფერს აკლებსო, ეს პირველყოვლისა ვეტერანი იტალიელი მობურთალის ფრანჩესკო ტოტის უმშვენიერეს მეუღლეზე, ყოფილ მოდელზე, ახლა კი უკვე საკუთარი სამოდელო სააგენტოს მფლობელ ილარი ბლაზიზე ითქმის.
არაფერის უცნაური და გასაკვირი იმაში, რომ მუდმივად ფორმაში ყოფნას და რეპრეზენტატულობას დედაქალაქურ კლუბ “რომას“ ლეგენდის მეუღლე ისევდაისევ სპორტთან აკავშირებს და მუდმივად იმას იმეორებს, რომ სპორტული წესით ცხოვრება და სპორტით დაკავება მას გულ-ჯიგარში აქვს გამჯდარი.
გარდა ტრადიციული დილის აერობიკისა, ილარი ბლაზის განსაკუთრებულად ყვარებია მაგიდის პინკ-პონგის თამაში და როგორც თავად ამბობს, მეგობრებთან ერთად შეუძლია მთელი დღის მანძილზე საათობით აკაკუნოს პინკ-პონგის მაგიდაზე. ეს კიდევ სპორტის ისეთი სახეობაა, ენერგიასაც ბევრს მოითხოვს და ტანსაც ისე კოხტად აყენებს - თქვენი მოწონებული!