ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში "მანჩესტერი" შინ "ასტონ ვილას" 2:2 დაუზავდა. მატჩისშემდეგ მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უპირატესობის შენარჩუნება უჭირთ.
"მერამდენედ ხდება, რომ ანგარიშით წინ გავდივართ და უპირატესობის შენარჩუნება გვიჭირს. მატჩის პირველი წუთები კარგად ჩავატარეთ, შემდეგ გოლი გაგვიტანეს, რაც მძიმე იყო. თუმცა გამართლების შედეგად ტაიმის ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ. მეორე ტაიმში დავწინაურდით კიდეც, მაგრამ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. საბოლოო ჯამში ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, ვიდრე მეტოქემ"- განაცხადა სულშერმა.
14 ტურის შემდეგ "მანჩესტერი" 18 ქულით მეცხრე ადგილზეა.