ფეხბურთი

17:21 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” “სიონი” გაანადგურა

შაბათ-კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის ორი შეხვედრა დამთავრდა. ლანჩხუთში ერთმანეთს “გურია” და “ სპარტაკი” დაუზავდნენ. თბილისში კი, “მიხეილ მესხზე,”გორის “დილამ” ბოლნისის “სიონს” 4 გოლი გაუტანა ერთის სანაცვლოდ. გორელმა ირაკლი მოდებაძემ დუბლი შესარულა და ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში.

4 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:0)

გოლი: 0:1 ნიკა კაჭარავა (77), 1:1 კობა შალამბერიძე (88, პენალტით)

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:4 (1:2)

გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (17), 1:1 გიორგი ფოფხაძე (26), 1:2 ირაკლი მოდებაძე (45), 1:3 ბაჩანა არაბული (58), 1:4 რომან ახალკაცი (90)

გაძევება: ლადო ბურდული (84, “სიონის” მთავარი მწვრთნელი)

ზესტაფონიკოლხეთი (ფოთი)

ზესტაფონი. “დავით აბშიძე.” 16:00

დისკავლიფიცირებული:რენე ფერეირა დოს სანტოსი (ზესტაფონი)

მსაჯები:ბ. ნინუა, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

5 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები:ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ა. ნონიკაშვილი

ზუგდიდიტორპედო (ქუთაისი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებული:ლაშა კუკავა (ზუგდიდი)

მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

სამტრედიადინამო (ბათუმი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

შუქურა (ქობულეთი) – მეტალურგი (რუსთავი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებული:კახაბერ კაკაშვილი (მეტალურგი)

მსაჯები:ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, ი. კაკაბაძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

დინამო (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირდაპირი ტელერეპორტაჟი პირველი არხით

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე

(გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115336