ეს კაცი სასწაულებს ახდენსო - წერენ ჩვენი ბრიტანელი კოლეგები. ბრენდან როჯერსზეა საუბარი, რომელმაც მართლაც მეორე სიცოცხლე შთაბერა „ლესტერს.“ „მელიებმა“ დრამატულ მატჩში დაამარცხეს „ევერტონი.“ ნიგერიელმა კელეჩი იჰეანაჩომ მეოთხე დამატებულ წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. ეს „ლესტერის“ ზედიზედ მეექვსე მოგება გახლდათ პრემიერლიგაში. ახლა ისინი „სიტის“ უკვე სამი ქულით დასცილდნენ.
უნაი ემერის წასვლამ „არსენალი“ ვერ გამოაფხიზლა. „მეთოფეებმა“ მოუგებელი სერია ყველა ტურნირში 8 მატჩამდე აიყვანეს. ერთი კვირის წინათ ისინი ძლივს გადაურჩნენ აუტსაიდერ „საუთჰემპტონს,“ ახლა კი კიდევ ერთ მაჩანჩალა „ნორვიჩთან“ დაკარგეს ქულები. ობამეიანგის დუბლი რომ არა, ვინ იცის, წაეგოთ კიდეც.
ისევ დაკარგა ქულები „მანჩესტერ იუნაიტედმა.“ ულე გუნარ სულშერის გუნდი მე-9 ადგილზეა.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-14 ტური. 1 დეკემბერი
ლესტერი - ევერტონი 2:1
ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 144
0:1 რიშარლისონი (23), 1:1 ვარდი (68), 2:1 იჰეანაჩო (90+4)
ლესტერი: შმაიხელი, ევანსი, პერეირა, სეიუნჯუ, ჩილუელი, ტილემანსი, ნდიდი, მედისონი, ბარნსი (ოლბრაიტონი 82) , ვარდი, პერესი (იჰეანაჩო 62)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ევერტონი: პიკფორდი, სიდიბე, კინი, მინა, ჰოლგეიტი, სიგურდსონი, აივობი (კენი 78), დევისი, კლევერტ-ლევინი (შნედერლენი 78), რიშარლისონი
მწვრთნელი: მარკო სილვა
მსაჯი: გრემ სქოთი
გაფრთხილება: სიგურდსონი (45+2)
მანჩესტერი - ასტონ ვილა 2:2
0:1 გრილიში (11), 1:1 ჰიტონი (42 საკ. კარში), 2:1 ლინდელოფი (64), 2:2 მინგსი (66)
ნორვიჩი - არსენალი 2:2
1:0 პუკი (21), 1:1 ობამეიანგი (29 პენ), 2:1 კანტუელი (45+2), 2:2 ობამეიანგი (57)
ვულვზი - შეფილდი 1:1
0:1 მუსე (2), 1:1 დოჰერტი (64)