ავტოსპორტი

21:53 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონმა სეზონი დიდი სლემით დაასრულა

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა წლევანდელი სეზონი აბუ დაბიში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. მოიგო პოულიდან, ლიდერობდა რბოლის ყველა წრეს და უსწრეფესი წრეც მანვე დააფიქსირა. ბრიტანელის კარიერაში ეს მეექვსე დიდი სლემია.

34 წლის ჰამილტონისთვის ეს იყო ფორმულა 1-ში ჩატარებული 250-ე რბოლა, ამ სეზონში მე-11, კარიერაში 84-ე და აბუ დაბიში მოპოვებული მეხუთე გამარჯვება. ამასთან, მან ზედიზედ 33-ე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე. ამგვარად, მიხაელ შუმახერის რეკორდულ, 91 გამარჯვებამდე მას სულ რაღაც, 7 მოგებაღა დარჩა.

დანარჩენებს შორის ყველაზე სწრაფი მაქს ფერსტაპენი იყო, რომელმაც შარლ ლეკლერისთვის რბოლის დასაწყისში დათმობილი მეორე ადგილი, შუა რბოლისას დაიბრუნა. „რედ ბულის“ ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ჩემპიონტი მეორე ადგილზე დაასრულა. ის მხოლოდ „მერსედესის“ პილოტებს ჩამორჩა.

კვარცხლბეკზე მესამე პოზიცია ლეკლერმა დაიკავა, თუმცა იმის გამო, რომ გასაგრილებელი წრის ბოლოს საწვავი გამოელია, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ტექნიკურმა კომისიამ „ფერარის“ წარმომადგენლები გამოიძახა. საწვავის წესის დარღვევის შემთხვევაში, ლეკლერი მესამე ადგილს დაკარგავს, თუმცა ჩემპიონატში დაკავებულ მეოთხე ადგილს მაინც შეინარჩუნებს, რადგან მეხუთეზე მყოფ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს 24 ქულას უგებს. ლეკლერისთვის ეს სეზონი იმითაა გამორჩეული, რომ „ფერარიში“ გადასვლისთანავე აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ ფეტელს და ყველაზე მეტი, 7 საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო.

ბოტასი მეოთხე ადგილს დასჯერდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო, რადგან მის მანქანაზე ძრავი შეიცვალა. რბოლა მის უკან დაასრულა ფეტელმა.

აბუ დაბის დიდი პრიზი

იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:05.715
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 16.772
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 43.435
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 44.379
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:04.357
  6. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:09.205
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 Lap
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 Lap
  18. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 2 Laps
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 Laps
  20. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 10 laps

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:39.283 (53-ე წრე, 210.387 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 413
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 326
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 278
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 264
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 240
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 96
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 95
  8. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 92
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 54
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 52
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 49
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 43
  13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 37
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 37
  15. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 21
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 20
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 14
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 8
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1
  20. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

  1. მერსედესი 739
  2. ფერარი 504
  3. რედ ბულ-ჰონდა 417
  4. მაკლარენ-რენო 145
  5. რენო 91
  6. ტორო როს-ჰონდა 85
  7. რეისინგ პოინტ-მერსედესი 73
  8. ალფა რომეო-ფერარი 57
  9. ჰაას-ფერარი 28
  10. უილიამს-მერსედესი 1
0.126291