საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი „დინამო თბილისის“ ტრიუმფით დასრულდა. თუმცა, არ დასრულებულა საფეხბურთო სეზონი, რადგან რამდენიმე საკითხი ჯერაც ღიაა.
ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-სა და ლიგა 3-ში პლეი-ოფებია დარჩენილი, რის შედეგადაც მომდევნო სეზონისთვის სამივე ლიგა სრულად დაკომპლექტდება.
ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად ფოთის „კოლხეთი“ და ლანჩხუთის „გურია“ იბრძვიან, ხოლო ეროვნული ლიგა 3-დან დაწინაურების იმედი წყალტუბოს „სამგურალსა“ და „არაგვს“ აქვთ. პლეი-ოფში „არაგვი“ „გურიას“, ხოლო „კოლხეთი“ „სამგურალს“ ხვდება. ორრაუნდიან მატჩებში გამარჯვებულები კი მიზანს მიაღწევენ და გაისად ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ, დამარცხებულები კი პირიქით, ეროვნულ ლიგა 3-ში მოსინჯავენ ძალებს.
ეროვნულ ლიგა 2/ეროვნული ლიგა 3-ის პლეი-ოფი:
4 დეკემბერი
„არაგვი“ – „გურია“
„კოლხეთი“ – „სამგურალი
10 დეკემბერი
„სამგურალი“ – „კოლხეთი“
„გურია“ – „არაგვი"
ანალოგიური ვითარებაა ერთი საფეხურით მაღლა: ეროვნულ ლიგაში დასარჩენად „სიონი“ და „რუსთავი“, ხოლო აღსაზევებლად „სამტრედია“ და „თელავი“ იბრძოლებენ. პრინციპი აქაც იგივეა, ორი საპლეი-ოფო მატჩი (ორმატჩიანი). გამარჯვებულები უმაღლეს დივიზიონში გაატარებენ 2020 წლის სეზონს, ხოლო დამარცხებულები ეროვნულ ლიგა 2-ში.
ეროვნული ლიგა/ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფი
5 დეკემბერი
„სიონი“ – „სამტრედია“
„თელავი“ – „რუსთავი“
11 დეკემბერი
„რუსთავი“ – „თელავი“
„სამტრედია“ – „სიონი“
გარდა ამისა, 8 დეკემბერს, საქართველოს თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც თბილისური დერბი, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის შედგება.