საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი საჩხერის „ჩიხურამ“ გამარჯვებით დაასრულა. სოსო ფრუიძის გუნდი იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
თეიმურაზ მარკოზაშვილის სწრაფი გოლით „ჩიხურა“ დაწინაურდა, რასაც რაფაელ ჩუკვურამ 10 წუთში უპასუხა.
საჩხერელებს გამარჯვება მაისაშვილის 48-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა - 2:1. შედეგად, „ჩიხურა“ სეზონი 47 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო „ტორპედომ“ 44 ქულა მოიპოვა და მეექვსე ადგილი ერგო.
„ტორპედო“ – „ჩიხურა“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 მარკოზაშვილი (15), 1:1 ჩუკვურა (25), 1:2 მაისაშვილი (48)