საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ "მამლები" რთულ ჯგუფში მოხვდნენ და მათთან ერთად გერმანიას და პორტუგალიასაც შეუძლია ტურნირის მოგება. დეშამმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის უპირატესობას, როგორც მასპინძლის.
საფრანგეთი ჯგუფში გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. "ბუნდესნაკრები" სამივე შეხვედრას მიუნხენში ჩაატარებს. ამავე ჯგუფში შესაძლოა მოხვდეს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული, იმ შემთხვევაში თუ A დივიზიონს რუმინეთი მოიგებს.
"ვფიქრობ, რომ ფერნანდუ სანტუში და იოახიმ ლიოვიც იმას ფიქობენ, რასაც მე. ყველაზე რთული ჯგუფია და ამ სამი ქვეყნიდან ყველას შეუძლია ტურნირის მოგება. ჩვენ ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ, პორტუგალიამ - უეფას ერთა ლიგა, ხოლო გერმანიამ 2014 წლის მუნდიალზე გაიმარჯვა. ასევე, მეოთხე გუნდის ვინაობა ჯერჯერობით, ასე რომ რთულ ჯგუფში ვართ და გერმანიას კი, როგორც მასპინძელს, უპირატესობა ექნება." - განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს დეშამმა.