ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ განაცხადა, რომ "სამი ლომი" მეტოქეებს კარგად იცნობს და მის გუნდს მოდუნების საშუალება არ აქვს.
"კარგად ნაცნობ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში. ჩვენ ანალიტიკოსებს ბევრი სამუშაო არ ექნებათ და ამით მოხარულები იქნებიან. ჩვენ შევხვდით ისეთ გუნდებს, რომლებთანაც კარგი და ცუდი შედეგი გვაქვს დაფიქსირებული და მოდუნების საშუალება არ გვექნება. ის ფაქტო, რომ ხორვატიასთან და ჩეხეთთან წავაგეთ დაგვეხმარება, რათა უფრო მოტივირებულები ვიყოთ. საშინაო კედლები კი უფრო მეტად დაგვეხმარება." - განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს საუთგეიტმა.
ინგლისი D ჯგუფში ხორვატიასთან, ჩეხეთთან და ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულთა ერთად იქნება. ინგლისის ყველა მატჩს ლონდონში ჩაატარებს.