ფეხბურთი

3:27 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტივით "ბაიერნი"

მიუნხენის „ბაიერნი“ მარტივითაა, ხან დარია, ხან - ავდარი. ჰანს-დიტერ ფლიკის მოსვლის შემდეგ თითქოს „რეკორდმაისტერის“ ვითარება დასტაბილურდა და გამოსწორდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არ ყოფილა.

ბუნებრივია, ერთ თამაშს ყველა აგდებს, მაგრამ მიუნხენურმა გიგანტმა მე-13 ტურისთვის მესამე მარცხი განიცადა, რაც ძალიან ბევრია, რადგან ზოგჯერ სეზონს ისე ასრულებდა, სამჯერ საერთოდ არ აგებდა. ახლა კი, ქულებს მარტივად ანიავებს და კონკურენტთა ბეჩავობა რომ არა, უსათუოდ ლიდერის პოზიციას საგრძნობლად იქნებოდა მოშორებული, მაგრამ მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ცნობისთვის, 2018-2019 წლების სეზონში ბავარიელებმა მიუნხენში ერთადერთი მარცხი განიცადეს, ახლა კი, ჯერ სეზონის შუა ნაწილიც არ მოსულა და უკვე მეორედ დამარცხდნენ მშობლიურ "ალიანც არენაზე".

„ბაიერნმა“ ამჯერზე ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და როგორც უკვე ვთქვით, წააგო. ლეონ ბაილის პირველივე ტაიმში შესრულებული დუბლი გადამწყვეტი გამოდგა მიუხედავად იმისა, რომ ტომას მიულერმა ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა. სხვათა შორის, დასრულდა 87-მატჩიანი წაუგებელი სერია „ბაიერნისთვის“, როდესაც მიულერს გოლი გაჰქონდა. თუმცა, ამჯერად, ტომასის გოლმა თილისმის როლი ვერ ითამაშა და მიუნხენელები მშრალზე დარჩნენ. „რეკორდმაისტერი“ 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერთან ჩამორჩენაც ამის მიუხედავად ბევრი არაა.

ლიდერი კი „ლაიფციგია“, რომელმაც „პადერბორნს“ საწყის 4 წუთში ორი გოლი გაუტანა, მალევე მესამეც მიაყოლა და მართალია, მეორე ტაიმში ნერვიულობას მაინც ვერ აცდა, მაგრამ რაც მთავარია იმარჯვა - 3:2. იულიან ნაგელსმანის გუნდმა 27 ქულა დააგროვა და „გლადბახს“ გადაასწრო, რომელსაც ამ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და ლიდერის პოზიციის დაბრუნების შანსი ექნება.

წარუმატებელი გამოდგა იურგენ კლინსმანის დებიუტი ბერლინის „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან დედაქალაქელები შინ „დორტმუნდთან“ დასაწყისშივე გაშვებული გოლებით დამარცხდნენ. „დორტმუნდმა“ კი, თავის მხრივ ხასიათი გამოიკეთა და მეხუთე ადგილზე გადავიდა.

დღის კიდევ ორ მატჩში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა. „კიოლნი“ „აუგსბურგს“, ხოლო „ჰოფენჰაიმი“ „დიუსელდორფს“ დაუზავდა - 1:1.

ტური კვირას, „გლადბახი“ – „ფრაიბურგი“ და „ვოლფსბურგი“ – „ვერდერის“ თამაშით გაგრძელდება, ორშაბათს კი „მაინცი“ – „აინტრახტის“ დაპირისპირებით დასრულდება.

„კიოლნი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (43), 1:1 კორდობა (86)

„ჰერტა“ – „დორტმუნდი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 სანჩო (15), 0:2 აზარი (17), 1:2 დარიდა (34)

„პადერბორნი“ – „ლაიფციგი“ 2:3 (0:3)

გოლები: 0:1 შიკი (3), 0:2 ზაბიცერი (4), 0:3 ვერნერი (26), 1:3 მამბა (62), 2:3 გიასულა (73)

„ჰოფენჰაიმი“ – „დიუსელდორფი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრამარიჩი (6), 1:1 ჰენინგსი (87)

„ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ბაილი (10), 1:1 მიულერი (34), 1:2 ბაილი (35)

თეგებიბუნდესლიგა
0.209667