კალათბურთი

2:56 | 1.12.2019 | ნანახია 521 - ჯერ

შენგელიას და "ბასკონიას" ცუდი დღეები

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „მორაბანკ ანდორას“ ესტუმრა და უბრძოლველად, 82:97 დამარცხდა.

მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და საბოლოო შედეგიც სრულიად ლოგიკური გახლდათ. ვიტორიელთა ქართველ ლიდერს კი, ბოლო ხანს აღარ მისდის ძველებურად თამაში და ეს მისი გუნდის შედეგებზეც აისახა.

თორნიკემ 25:05 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი მხოლოდ 9 შეადგინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 1 საჯარიმო ააცილა.

„ბასკონია“ მეტად წარუმატებელ სეზონს ატარებს, 5 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და მხოლოდ მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ჟუვენტუტს“ დაუხვდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:14 | 01.12.2019
federer (17) (15576)

იდეაში არაა დიდი ხნის დაწყებული არც ევროლიგა და არც ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ თოკოს ძაან ბევრი შრომა მოუწია თითოეული თამაშის მოსაგებად და წაგებულ თამაშებშიც რათქმაუნდა თავს არ ზოგავდა და ვფიქრობ 4-5 დღის დასვენება არ აწყენდა. მე არ ვარ არც კალათბურთის ექსპერტი და მითუმეტეს ვერც ფიზმომზადების სპეციალისტად გამოვდგები, მაგრამ მე რასაც ვხედავ იმ აზრს ვაფიქსირებ და შეიძლება ვცდები კიდეც.

04:10 | 01.12.2019
federer (17) (15576)

წინა ტურშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან გადაღლილია თოკო და დასვენება უნდა აშკარად და მე რომ მწვრთნელი ვყოფილიყავი დავასვენებსი თოკოს ამ ტურში.

0.124106