ფეხბურთი

23:10 | 30.11.2019 | ნანახია 715 - ჯერ

გვარდიოლა "მანჩესტერ სიტისთან" მოსალაპარაკებლად მზადაა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად მზადაა.

"დიახ, მზად ვარ მოსალაპარაკებლად. კლუბში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი დარჩენი საკითხი ი შედეგებზეა დამოიდებული. როდესაც კლუბში ხუთი წელიწადი მუშაობ, შედეგების მიხედვით გადაწყდება ყველაფერი. ვნახოთ რა მოხდება მიმდინარე და მომდევნო სეზონში." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" 2016 წელს მივიდა, მისი გუნდი კი პრემიერლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა. ჯერჯერობით ესპანელის ხელმძღვანელობით "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწიეს. გვარდიოლა ასევე, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება. გერმანელებმა ნიკო ოვაჩი გაუშვეს და ახალ მწვრთნელს ზამთარში დანიშნავენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:18 | 30.11.2019
barca 4 - ever (2051)

ვააააა, ევროზე ხენოს საფრანგეთ-გერმანია ჩაუსვეს ჯგუფში :დდდდდდდდდ ნაჩუქარი ევრო 2016-ის ვალს აბრუნებს პორტუგალია!

23:16 | 30.11.2019
barca 4 - ever (2051)

შეიხო,ამოსცხე ამ ლუზერს და კატალონიაში ჩააგდე გთხოოვვვვვ.
ბავარიაში დაბრუნებული არ დაგინახო. ბარსაში არ დავბრუნდებიო და ბავარიაშიც არამგონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125968