ავტოსპორტი

20:25 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა სეზონის ბოლო პოული მოიპოვა

მსოფლიოს უკვე ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, სეზონის ბოლო საკვალიფიკაციო რბოლა აბუ დაბიში მოიგო. მეორე შედეგი მის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს ჰქონდა, მაგრამ სტარტზე ის ბოლო პოზიციას დაიკავებს, რადგან მის მანქანაზე ძრავი გახდა შესაცვლელი. ამიტომ, სტარტზე მეორე პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი დადგება.

ჰამილტონისთვის ეს პირველი პოულია ივლისის შემდეგ, როცა მან გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო. ამასთან, ესაა აბუ დაბიში მისი მეხუთე და კარიერაში 88-ე პოულ პოზიცია. ბრიტანლმ მრბოლმა იას მარინს წრე, ტრეკისთვის რეკორდულ დროში - წუთსა და 34.779 წამში გაიარა.

ჰამილტონს აბუ დაბიში ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული და კვირას ამ სეზონში მე-11 გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუ ეს შეძლო, მიხაელ შუმახერის 91 გამარჯვებამდე 7 მოგებაღა დარჩება.

მეორე რიგში მესამე და მეოთხე ადგილებს „ფერარის“ პილოტები - შარლ ლეკლერი და სებასტიან ფეტელი დაიკავებენ, რომლებმაც წინა ეტაპი ავარიით დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ლეკლერს ამ სეზონში ყველაზე მეტი, 7 პოული აქვს მოპოვებული. მაგრამ აბუ დაბის კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, ლეკლერმა მეორე სწრაფ წრეზე გასვლა ვერ მოასწრო. გარკვეულწილად, ამაში ხელი ფეტელმა შეუწყო, რომელმაც სწრაფი წრის დაწყებამდე, ტემპი დააგდო.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.779
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:35.139
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:35.219
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:35.339
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:35.682
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.436
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:36.456
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:36.459
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:36.710
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:37.055
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:37.089
  12. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:37.103
  13. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:37.141
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:37.254
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:38.051
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:38.114
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:38.383
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:38.717
  19. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:39.236
  20. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:34.973
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121113