ფეხბურთი

14:34 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის არჩევანი: "მილანი" ან "ბოლონია"

ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის იტალიური გუნდები, „მილანი“ და „ბოლონია“ იბრძვიან. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, შვედი ფორვარდი იანვრიდან იტალიაში დაბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რომელი გუნდის რიგებში.

„მილანი“ ზლატანს 18-თვიან კონტრაქტს 6 მილიონ ევროიანი ანაზღაურებით სთავაზობს, ხოლო „ბოლონია“ სინიშა მიხაილოვიჩის ფაქტორით სარგებლობას აპირებს, რომელიც იბრას მეგობარია.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110738