კალათბურთი

10:35 | 30.11.2019 | ნანახია 2259 - ჯერ

გოგა ბითაძის 0 და ტრეი იანგის 49 ქულა - "ინდიანამ" ზედიზედ მეხუთედ მოიგო

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ოთხი პერიოდის შემდეგ ფრე, 94:94 დაფიქსირდა. შესაბამისად, გამარჯვებულის ვინაობა ოვერ ტაიმმა გაარკვია, სადაც მასპინძლებმა ერთი ქულით მეტი ჩააგდეს და 105:104 მოიგეს.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძემ თავი ვერაფრით გამოიჩინა და ამისთვის საკმარისი დროც არ მისცემია. ქართველმა ცენტრმა 4:13 წუთში შეხვედრა უქულოდ დაასრულა და საკუთარ აქტივს მხოლოდ ორი მოხსნა შემატა. გოგამ ერთხელ შეუტია და არაზუსტად ისროლა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო ჯერემი ლამბი იყო 20 ქულით, დომანტას საბონისმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 12 მოხსნა. „ატლანტას“ მხრიდან ფანტასტიკური თამაში ჩაატარა ტრეი იანგმა, რომელმაც „ქორების“ მოპოვებული ქულების (104) პრაქტიკულად 50% ჩააგდო - 49 ქულა!

„ინდიანა“ ჩინებულ ფორმაშია, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 12 მოგებითა და 6 წაგებით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. ინდიანაპოლისელები მომდევნო მატჩს 1 დეკემბერს, სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართავენ.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:03 | 01.12.2019
კართაგენი28 (12615)

წვერებიანი კაცი არის დღეს ლიგის საოცრება , თითქმის ყველა თამაშში შოუს დგამს მაგრად იმსახურებს ბეჭედსაც მვპ და საერთოდ ყველაფერს . ვინც რა უნდა ის დაწეროს მაგრამ დღეს ულაპრაკოდ პირველია ლიგაში

23:13 | 30.11.2019
კართაგენი28 (12615)

დილით ტრეი და წვერებიანი ძალიან ბევრს ჩაყრიან ჰარდენის ტოტალზეც შეიძლება დადება 40+ველოდები

23:08 | 30.11.2019
კართაგენი28 (12615)

ფილა გაარღვევს დღეს ინდიანას და დასადებია უეჭველი კუშიც ნორმალური აქვს
საკრამენტოს მეტობა
ფილას მოგება ეს 2 უნდა ავიღო

22:24 | 30.11.2019
dinamo222 (8587)

იმ ჩემანალა საბინისსაც მაინც და მაიბც ეხლა მოუნდა გაგიჟებაა @ შარშან ამის ნახევარსაც არ თამასოგდა

22:23 | 30.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჰასანამ 10 ბლოკი რომ დადო ცხოველია ტიპი

23:06 | 30.11.2019
კართაგენი28 (12615)

არადა მაგარი არასტაბილური კალათბურთელია

09:55 | 01.12.2019
RHP (3623)

ნურკიჩის უმძიმესი ტრავმა თორე რაში ჭირდებოდა ვაითსაიდი პორტლენდს

22:17 | 30.11.2019
dinamo222 (8587)

არ უნდა წასულიყომ ინდიანაში რაა 2 მაგარი ცენტრი ყავთ პლიუს კიდევ 2 მაღალი მძიმე ფორვარდი და ცენტრის თამაშიც რომ შეუძლიათ და ასე უნდა იყოს 3-4 წუთის იმედად @

22:20 | 30.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

თუ წარმატება უნდა ნბაში მაგ ორ ცენტრს უნდა აჯობოს ზუსტად. აბა უცენტრო გუნდში წავიდეს დრო ქონდეს და დონე არ გაზარდოს ეგ გვინდა? აქ თუ აჩვენოს რა შეუძლია და განვითარდეს

21:57 | 30.11.2019
კართაგენი28 (12615)

გოგას მომდევნო სეზონიდან აუცილებლად ბევრად მეტი დრო მიეცემა და არც ისაა გამორიცხული ზამთარში ტერნერი დაატრეიდონ და ამ სეზონშივე მიეცეს ბევრად მეტი

22:19 | 30.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რატო უნდა დაატრეიდონ ტერნერი არანაირად არ ჯდება ლოგიკაში

09:54 | 01.12.2019
RHP (3623)

ბევრი მაღალი ყავთ ამიტომაც წერდნენ თავიდან ბითაძის ტრეიდზე მაგრამ ახალწვეულს კარგად მომგებიანად ვერ დაატრეიდებენ და საბონისს ახლა დაუდეს ახალი კონტრაქტი ძაან მაგარ ხოდზეა მოხსნებშიც და ქულებშიც პირველია დამანტასი და საბონისი რასაც თამაშობს ტერნერი მით უმეტეს ტრავმის მერე ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელებული მაგის ნახევარზეც ვერ გადის ჯერჯერობით ასე რომ თავისუფლად შეიძლება მაილსი დაატრეიდონ მით უმეტეს ბოსტონს ცენტრი უნდა და ინდიანას დარწმუნებული ვარ 3 ნომერი ენდომება

09:58 | 01.12.2019
RHP (3623)

ტეიტუმს არავინ გაუშვებს მაგრამ ყავთ ჯეილენ ბრაუნი და გორდონ ჰეივორდი რომლების ნიჭსაც ბოლომდე ვერ იყენებენ ასე რომ შეიძლება დაფიქრდეს ბოსტონიც ამ ტრეიდზე
დანიელ ტაისი როცა გიდგას ცენტრზე რთულია არ დაფიქრდე რამეზე :დ

23:05 | 30.11.2019
კართაგენი28 (12615)

ბოსტონში მაგის ტრეიდზე იწერება ,საბონისს არ დაატრეიდებენ ჯერ ერთი ახალი კონტრაქტი დაუდეს მეორეც დღეს ინდიანაში ყველაზე მაღალ დონეს საბონისი დებს აი ტერნერს რაც შეეხება აშკარად არაა ფორმაში

18:41 | 30.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რაც არ უნდა ცხრილზე მიდიოდეს ლაპარაკი ზედიზედ 10მატჩის მოგება არაა მარტივი საქმე. რავი მილუოკი მაგაზე უარესებს ხვდება და რაღა გიკვირთ მაშინ

18:38 | 30.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გოლდენის რეკორდს ეს ლეიკერსი სულ რო შუაზე გაიხეს ვერ დადებს ვერანაირად ის გუნდი მონსტრი იყო. საოცარი მცველებით. აქ ეგეთი ორი კაცია მხოლოდ. არც უნდა იფიქრონ მაგაზე

18:48 | 30.11.2019
KoRBeN DaLLaS (24848)

ხო, ეგეთი რეკორდები ყოველ სამ-ოთხ წელიწადში არ იხსნება. ან რა საჭიროა მაგაზე გადაფიჩინება ?

17:36 | 30.11.2019
Ginóbili20 (2332)

LBJ23 წინ მიიწევს არ ვიცი ახლა გოლდენის რეკორდზე წავა თუ არა, მარა წელს მინდა რო ჯერ კავაი-ჯორჯი გადახსნას და მერე იანისი მიაყოლოს სუპერფინალში, ჰარდენი უბრალოს მენანება რო ლეიკერსმა გამოაგდოს რაღც სიმპათიები მაქ მაინც მაგ კაცისკენ.

18:02 | 30.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

რა გოლდენის რეკორდზე ძმაო გამორიცხულია ეგ მოხდეს.რა კალენდარი ელის წინ ლეიეკერს ჩახედე ჯერ.ერთი დალასი დარჩა ახლა შედარებით მარტივი და მერე ეწყება კაიხანი რთული თამაშები.დალასის შემდეგ 9 თამაშიდან 8 გასვლა აქვს სათამაშო მათშორის დენვერი იუტა პორტლენდი მაიამი ინდიანა მილუოკი.მერე სახლში ისევ დენვერი და კლიპერსი

14:55 | 30.11.2019
majlajuna (1024)

თანდათან ხარისხიც იკლებს და შესაბამისად სათამაშო დროც

14:21 | 30.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

რთული იქნება ეს სეზონი გოგასთვის მაგრამ უნდა გაუძლოს,ბევრი უნდა ივარჯიშოს და მოუმატოს დონეს.მოკლედ ყურები არ უნდა ჩამოყაროს.ოლადიპო როცა დაბრუნდება კიდევ უფრო გაიზრდება ინდიანას სიღრმე და შეიძლება ზოგ თამაშში საერთოდ არც ათამაშონ გოგა ასეთ დაძაბულ თამაშებში თუმცა ეს წელი უნდა მოითმინოს და მუშაობა განაგრძოს.მომდევნო სეზონიდან გოგა საკმაოდ ძლიერი ინდიანას სრულფასოვანი წევრი იქნება და რა თამაშიც არ უნდა იყოს 15-20 წუთის ფარგლებში დროს ყოველთვის მიიღებს მთავარია პროგრესი და შრომა.ასე პირველივე წელს არავინ გათამაშებს ბევრს და რაღაცმხრივ გამოცდასაც უწყობენ როგორ გადალახავს ამ სირთულეს.ინდიანა კი კარგი გუნდია და ტრავმამდელი ოლადიპო თუ დაბრუნდა ამ გუნდზე ჩემი აზრით ნებისმიერი აღმოსავლური გუნდის მოგება შეუძლია იანისის ბაქსის გარდა თუმცა არც მანდ დათმობენ მარტივად არაფერს

14:03 | 30.11.2019
raul13 (579)

ხო ნუ იანგი ფაქტიურად მარტო იბრძვის ამ გუნდში , შეეგუა კიდეც და დებს შედეგს. კი პატარაა მარა მოქნილი, აგერ მოიქნია და დადო 49 ქულა მარტო ეთამაშა პეისერს , კაი ტიპია ძაან , ბრავო...
გოგამ არ იღელვოს მაგის დრო მოვა და გახდება გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი ამაში დარწმუნებული ვარ და იმაშიც რომ ინდიანას ფარი გადაეცემა გოგას მფლობელობაში ))) არც დღევანდელი ვაითსაიდის 10 ბლოკშოტი არ იქნება გადაულახავი )))

13:45 | 30.11.2019
raul13 (579)

ფოტო ძველი დევს ადმინ. რთულია დღევანდელის მოძებნა?

13:02 | 30.11.2019
valeri8848 (2623)

სუფთა ჯიბის კალთბურთელია ეს იანგი მეტრა ნახევარი მეტი არ იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125924