კალათბურთი

11:14 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი "პერისტერიდან დაითხოვეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ბერძნული „პერისტერიდან“ გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია „პერისტერის“ ვებგვერდმა დაადასტურა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბისა და მწვრთნელების შეხედულებები სამომავლო გეგმებზე გაიყო, ამიტომაც, თანამშრომლობა გაწყდა.

ზუროსის გუნდიდან დათხოვნა არ უკავშირდება სპორტულ შედეგებს, რადგან „პერისტერი“ საბერძნეთის ჩემპიონატში 6 მოგებითა და 2 წაგებით ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი სპეციალისტი ბოლო პერიოდში საკლუბო დონეზეც მუშაობდა საქართველოს ნაკრების პარალელურად, მაგრამ ახლა ისევ მხოლოდ სანაკრებო კალათბურთზე მოუწევს აქცენტის გაკეთება.

0.110821