ფეხბურთი

9:55 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის წილისყრა: ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის საპლეი-ოფო მატჩები წინაა, ჯგუფური ეტაპზე ყველა გუნდი დღეს განაწილდება.

შესაბამისად, უკვე გვეცოდინება რომელ ჯგუფში და ვისთან ერთად ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, თუ რა თქმა უნდა, ერთა ლიგის პლეი-ოფში გამარჯვებას მოახერხებს.

ამ ეტაპზე ფინალური ეტაპის 24 საგზურიდან 20 გათამაშებულია და ხსენებული ნაკრებები კალათების მიხედვით გადანაწილდნენ, ხოლო ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის ჩემპიონები ავტომატურად ბოლო, მეოთხე კალათაში არიან განთავსებულნი.

I კალათა

ბელგია, იტალია (მასპინძელი), ინგლისი (მასპინძელი), გერმანია (მასპინძელი), ესპანეთი (მასპინძელი), უკრაინა

II კალათა

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჰოლანდია (მასპინძელი), რუსეთი (მასპინძელი)

III კალათა

პორტუგალია, თურქეთი, დანია (მასპინძელი), ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი

IV კალათა

უელსი, ფინეთი, ფინეთი, ერთა ლიგის A დივიზიონის გამარჯვებული (ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი ან რუმინეთი), ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული (ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია ან ჩრდ. ირლანდია), ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული (შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ისრაელი), ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული (საქართველო, ჩრდ. ირლანდია, კოსოვო, ბელარუსი)

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებები კალათებში არიან განაწილებულნი და წილისყრაც წინაა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკვე გამოკვეთილია. მაგალითისთვის, უკვე ვიცით, რომ B ჯგუფში ბელგიის, რუსეთისა და დანიის ნაკრებები ითამაშებენ, ისინი ავტომატურად მოხვდნენ აქ, ხოლო მეოთხე ნაკრები ფინეთი ან უელსი იქნება. თითქმის ყველა ჯგუფში მსგავსი ვითარებაა და საერთოდაც, უეფა ევროპის ჩემპიონატის წილისყრას ასეთი ფორმატით პირველად ატარებს, რამაც ბევრის მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა.

წინასწარვე შეგვიძლია ვივარაუდოთ საქართველოს ნაკრების პოტენციურ ჯგუფზეც. ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის გამარჯვებული ნაკრებისთვის (საქართველო, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია ან ბელარუსი) ორადორი ვარიანტია: C ან F ჯგუფი. ისიც ცნობილია, რომ C ჯგუფის მატჩებს ამსტერდამი და ბუქარესტი უმასპინძლებს, ჰოლანდია და უკრაინა კი, უკვე წილისყრამდე არიან დაბინავებულნი ამ ქვეჯგუფში. F ჯგუფში ჯერ მხოლოდ გერმანიის ნაკრების ყოფნის შესახებაა ცნობილი და მატჩებს მიუნხენი და ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

A ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: რომი, ბაქო)

იტალია

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია ან ხორვატია

პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, შვედეთი ან ჩეხეთი

ფინეთი ან უელსი

B ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: სანქტ-პეტერბურგი, კოპენჰაგენი)

ბელგია

რუსეთი

დანია

ფინეთი ან უელსი

C ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: ამსტერდამი, ბუქარესტი)

უკრაინა

ჰოლანდია

პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, შვედეთი ან ჩეხეთი

ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული

D ჯგუფი (ლონდონი, გლაზგო)

ინგლისი

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია ან ხორვატია

პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, შვედეთი ან ჩეხეთი

ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული

E ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: ბილბაო, დუბლინი)

ესპანეთი

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია ან ხორვატია

პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, შვედეთი ან ჩეხეთი

ერთა ლიგის B დივიზიონის გამარჯვებული

F ჯგუფი (მასპინძელი ქალაქები: მიუნხენი, ბუდაპეშტი)

გერმანია

საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია ან ხორვატია

პორტუგალია, თურქეთი, ავსტრია, შვედეთი ან ჩეხეთი

ერთა ლიგის A ან D დივიზიონის გამარჯვებული

როგორც ხედავთ, წინასწარ ძალიან ბევრი რამ ცნობილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯგუფები მაინც სრულადაა დასაკომპლექტებელი და ეს დღეს მოხდება. წილისყრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.156354