ფეხბურთი

23:45 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "მანჩესტერს" პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს და ორ ფეხბურთელს სთავაზობს

მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას გადაბირებას ისევ ცდილობს და ინგლისურ გუნდს მორიგი წინადადება წარუდგინა. ტრანსფერის ინიციატორი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია.

„მანჩესტერი“ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება თავად ფეხბურთელსაც უნდა.

Mirror-ის ინფორმაციით, ესპანური გრანდი მზადაა „მანჩესტერს“ 80 მილიონი ევრო შესთავაზოს და გარდა ამისა, ორი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი და მარიანო დიასი დაუთმოს.

„რეალის“ გარდა, პოგბას მიმართ სერიოზულ ინტერესს ტურინის „იუვენტუსიც“ იჩენს, სადაც ფრანგი 2012-2016 წლებში უკვე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117964