48 წლის ინგლისელმა მწვრთნელმა დინ სმიტმა "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დინმა გუნდი 2018 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და გასულ სეზონში "ასტონ ვილმა" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სათამაშო წელს ბირმინგემელებმა 13 მატჩში 14 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე არიან.