პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
პსვ-სთან მოგებულ (4:0) მეხუთე ტურის მატჩში ფერნანდეშმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. პასების სიზუსტის მაჩვენებელი ბრუნუს 81% ჰქონდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.