ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.
პოლონელმა უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და პირველი პოზიცია დაიკავა. ლევანდოვსკიმ ლიონელ მესის, რომელუ ლუკაკუსა და კეილორ ნავასს აჯობა.
„ბაიერნის“ შემტევმა „ცრვენა ზვეზდასთან“ პოკერი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა 4 გოლი 14 წუთსა და 31 წამში გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერის ავტორი გახდა.